ვირუსის ეპიდემიის გამო სამხრეთ კორეაში 30-დე უცხოელი კარანტინშია მოთავსებული
სხვადასხვა მონაცემით, 20-დან 30-მდე უცხოელი სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსის ეპიდემიის გამო კარანტინშია მოთავსებული . ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ კორეის ჯანდაცვის და კეთილდღეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მისი ინფორმაციით, უცხოელებს შორის იაპონიის მოქალაქეები არიან. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის და კეთილდღეობის სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია ვირუსის 150 შემთხვევა, 16 ადამიანი გარდაიცვალა. სამხრეთ კორეის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეპიდემიის აფეთქება თვის ბოლოსთვის შენელდება.