ნულანდი – რუსეთმა სანქციების მოსახსნელად საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ თუ რუსეთს დასავლეთის მხრიდან სანქციების გაუქმება სურს, ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს. მისი თქმით, ვაშინგტონში ხედავენ, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი უკვე მოახდინა.

„იქ, სადაც ჩვენ დღეს ვართ, ჩვენ ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. როდესაც აგრესია შეწყდება, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეძლებენ სანქციების გადახედვას. ამიტომ არჩევანი რუსეთზეა“, – განაცხადა ნულანდმა.

დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები 2014 წლის მარტიდან რამდენჯერმე შემოიღეს. გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ. გარდა ამისა, აშშ ახალი სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები