ისრაელსა და გაეროს შორის კონფლიქტი მწიფდება

ისრაელის ხელისუფლებამ გააკრიტიკა გაეროს მიერ მომზადებული მოხსენება ღაზას სექტორში შარშანდელი დაპირისპირების თაობაზე, როდესაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად პალესტინელების მხრიდან 2 125, ხოლო ისრაელის მხრიდან 73 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის ხელისუფლებამ თავის დასკვნაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე პასუხისმგებლობა პალესტინელ „ბოევიკებს“ დააკისრა.

ისრაელში შიშობენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაეროს ექსპერტთა შეფასებებს პალესტინელები ისრაელის წინააღმდეგ სარჩელებისთვის გამოიყენებენ, რომლის შეტანასაც ისინი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში აპირებენ.

ისრაელის ხელისუფლების მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ბოევიკები“ არა მარტო შეგნებულად უტევდნენ ისრაელის სამოქალაქო ობიექტებს, არამედ საცეცხლე პოზიციები ღაზას დასახლებულ პუნქტებში განათავსეს და ეს სკოლებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს და გაეროს დაწესებულებებს იყენებდნენ.

„გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ ისრაელის წინააღმდეგ თავიდანვე არაობიექტური პოზიცია დაიკავა. ამ ორგანიზაციამ ისრაელის წინააღმდეგ იმაზე მეტი უარყოფითი დასკვნა გამოიტანა, ვიდრე ირანის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთად აღებული“,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები