ერაყში საბრძოლო შეტაკების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

17 ადამიანი დაიღუპა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებსა“ და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბრძოლა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბაიჯისთან გაიმართა. ამ წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის თორმეტი „ბოევიკი“, ერაყის ჯარის ორი მოსამსახურე და სამი შიიტელი მოხალისე, რომლებიც ოფიციალური ბაღდადის მხარეს იბრძვიან. ერაყის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შიიტელი მოხალისეების დახმარებით ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელთა შეტევის შეჩერებას შეძლებენ, რომლებმაც ბოლო დროს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები