გიუმრიში რუსი სამხედროა დაკავებული, რომელსაც მკვლელობა ჰბრალდება

გიუმრიში 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურის ივანე ნოვიკოვის მკვლელობის ფაქტზე მეორე სამხედროა დაკავებული. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილემ შეატყობინა. მისი ინფორმაციით, დაკავებული კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პირია. ალექსეი პოლიუხოვიჩის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებული ჩვენებას იძლევა. ამასთანავე, დაკავებულის ვონაობა არ საჯაროვდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო მოსამსახურეს ცხედარი გიუმრიში, „დედა სომხეთის“ მემორიალის სიახლოვეს აღმოაჩინეს. სომხური მედიის ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი სამ პირს შორის. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები