მაშველებმა დაკარგული გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვეს

სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, სამაშველო ჯგუფებმა სახლის ნანგრევებში გარდაცვლილი გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვეს. ორსართულიანი სახლი მთლიანად დანგრეულია. გარდაცვლილი სახლის პირველ სართულზე ნახეს.
სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები და მოხალისეთა ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები