გიუმრიში რუსი სამხედრო მოკლეს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში „დედა სომხეთის“ ქანდაკების სიახლოვეს ნაპოვნია რუსი სამხედროს ივან ნოვიკოვის ცხედარი. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მკვლელობა რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის მიერ სომხური ოჯახის მკვლელობიდან ნახევარ წელიწადში მოხდა. ნოვიკოვი იგივე ბაზაზე ირიცხება, რომელზეც პერმიაკოვი.
შეგახსენებთ: ვალერი პერმიაკოვმა 2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში მცხოვრები ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახვრიტა. მოკლულთა შორის ორი ბავშვი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები