„ახალდაბიდან თბილისის ტერიტორიამდე 20 მეწყერსაშიში ზონა დაფიქსირდა“

„ახალდაბიდან თბილისის ტერიტორიამდე 20 მეწყერსაშიში ზონა დაფიქსირდა, აქედან ერთი ზონა ყველაზე დიდი – 1420 კვადრატული იყო, რომელიც მოწყდა. მეწყერსაშიში ზონები რჩება, ამიტომაც გეოლოგიური დასკვნები აუცილებელია“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა გააკეთა.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ თბილისში რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვების შესახებ და მათ სტატუსებზეც ისაუბრა.
„მდინარე ვერეს ხეობაში და ესტაკადასთან მიმართებაში ვითარება გამოსაკვლევია. ამას გარემოს დამცველები არაერთხელ უსვამდნენ ხაზს. რაც შეეხება სკვერებში და პარკებში მშენებლობას, ყოველთვის ვაბმობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ასეთ ადგილებში მშენებლობა არ შეიძლება. 2009 წლის მიხედვით, სარეკრეაციო ზონას ენიჭება სტატუსები, სარეკრეაციო ზონა 1, 2, და სამი. სარეკრეაციო ზონა 1-ში არის არამყარი კონსტრუქციების მშენებლობა ხდება, სარეკრეაციო ზონა 2 სხვა სახის მშენებლობებს ითვალისწინებს, 3-კი – სხვას. გვაქვს ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები, სადაც არანაირი სახის მშენებლობა არ შეიძლება. საჭიროა გავარკვიოთ ხოლმე, როდის არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და რა შეგვიძლია ჩვენ ვუთხრათ კერძო მესაკუთრეებს, რომლებმაც წლების წინ შეიძინეს კერძო საკუთრება. ჩვენი კანონმდებლობით კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და მათთვის აკრძალვები არ შეიძლება. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა უნდა მოვუხერხოთ აქამდე გასხვისებულ მიწებს“,- აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები