აშშ-მ და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
აშშ-ს და ჩინეთის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანაშმრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
China Daily-ს ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერა ვაშინგტონში გაიმართა. ეს შეთანხმება, რომელსაც ამერიკის მხრიდან გენერალ-მაიორმა უილიამ ხიკსონმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან გენერალმა ტან ნინემმა მოაწერეს ხელი, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ხელმოწერილი პირველი ხელშეკრულებაა.
ექსპერტების აზრით, ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „წინ გადადგმულ მნიშვნელოვან“ ნაბიჯს წარმოადგენს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს აშშ-ს და ჩინეთის არმიამ შეიძლება ერთობლივი წვრთნები გამართონ. ასევე დაგეგმილია სამხედრო სფეროში დამატებითი შეთანხმებების ხელმოწერა. გამოცემის ინფორმაციით, ახალი სამხედრო შეთანხმებები ორი ქვეყნის არმიას შორის დიალოგის მექანიზმს განავითარებს, ასევე ორ ქვეყანას შორის კრიზისების დაძლევას ხელს შეუწყობს.