ლიტვის თავდაცვის სამინისტრო – ჩვენ მზად ვართ, აშშ-ს მძიმე შეიარაღებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ
ამერიკის შეერთებული შტატების მედიასაშუალებების ინფორმაცია ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მძიმე ამერიკული შეიარაღების დისლოკაციის შესახებ ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუოზას ოლიაკასმა დაადასტურა.
„იმედი გვაქვს, რომ უკვე მიმდინარე წელს შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ მძიმე ტექნიკა. საბრძოლო მაქანები, ტანკები ლიტვაში იყოს განთავსებული“, – განაცხადა ოლიაკასმა LRT-თან ინტერვიუში. თავის მხრივ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ ეს შეიარაღება რეგიონის უსაფრთხოების საკითხს მნიშვნელოვნად შეცვლის.
„ეს საკითხი უკვე დიდი ხანია განიხილება. აშშ-ს კონგრესმა მრავალმილიარდიანი დახმარება უკვე დაამტკიცა. შესაბამისად, გარკვეულ თანხას ლიტვას გამოუყოფენ“, – აცხადებს ლინკიავიჩუსი.
მისი თქმით, საუბარია შეიარაღების დისლოკაციაზე ბალტიის სახელმწიფოებში, და ასევე უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.