საბერძნეთსა და კრედიტორებს შორის მოლაპარაკების შემდეგ ევრო დოლართან მიმართებაში გაიაფდა
ევრო მნიშვნელოვნად გაიაფდა დოლართან მიმართებაში საბერძნეთსა და კრედიტორებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, კვირას გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ათენის შემოთავაზებას, და ევროკომისიის, ევროპის ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს შორის სხვაობა 2 მილირდ დოლარს შეადგენს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტს.
საბერძნეთისგან 3,6 მილიარდი ევროთი ხარჯების შემცირებას ითხოვენ. მხარეები 18 ივნისამდე უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება. თვის ბოლომდე ქვეყანამ ძველ კრედიტებზე ერთნახევარ მილიარდ ევროზე მეტი უნდა გადაიხადოს. ეს თანხა ივლის-აგვისტოში 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ დღეებში საბერძნეთის დეფოლტის შესაძლებლობა ოფიციალურად პირველად განიხილეს. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა. ის „ნებისმიერ ფასად“ საბრძნეთის გადარჩენის წინააღმდეგ გამოვიდა.