წყნეთის ქუჩის #13 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი

ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის #13 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კორპუსს საფრთხეს მდინარე ვერე უქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ კორპუსის საძირკველი დააზიანა. კორპუსში 32-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები მივიდნენ.
აბაშიძის ინფორმაციით, ევაკუაცია საექსპერტო დასკვნის შედეგად ხორციელდება. მისივე თქმით, მოსახლეობის გადაყვანა სასტუმროში მოხდება.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟებია მობილიზებული.

11639497_913725648671315_1299956898_o

11639109_913725655337981_1815445149_o

11292767_913725635337983_423292664_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები