გიგლა აგულაშვილი: უსაფრთხოების მიზნით, საღამოს, სამაშველო სამუშაოები უნდა შევაჩეროთ

ალბათობა არ არის დიდი, მაგრამ არ არის გამორიცხული,  შემთხვევა განმეორდეს და გონივრული იქნება, თუ სამუშაოებს ხვალიდან განვაახლებთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საღამოს კვლავ ნალექია მოსალოდნელი, თუმცა, შედარებით ნაკლები. ხვალ საღამოდან კი, უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი, ამიტომ სამაშველო სამუშაოები საღამოს შეჩერდება.

“საღამოს მოსალოდნელია ისევ ნალექი, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც იყო. ხვალინდელი საღამოდან უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  დაბინდების შემდეგ, სამაშველო სამუშაოები უნდა შევაჩეროთ. ალბათობა არ არის დიდი, მაგრამ არ არის გამორიცხული, შემთხვევა განმეორდეს და გონივრული იქნება, თუ სამუშაოებს ხვალიდან განვაახლებთ. თბილისში 20 მეწყრული უბანი გამოვლინდა. ყველაზე რთული მდგომარეობა კი, წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე დაფიქსირდა. აქ ჯერჯერობით კიდევ არის ქანების ნაწილი  ჩამოსაშლელი. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით, კონსულტაციები შს სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან გავიარეთ და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რათა ეტაპობრივად და ფრთხილად მოხდეს დაშლა, რათა ახალი ტალღები არ წარმოიშვას”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები