გიორგი ალიბეგაშვილი: სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩება

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდახუთივე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება.

“გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონაა. სახელმწიფო სტუქტურები, მერია, საკრებულო უწვეტ რეჟიმში თანამშრომლობენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ვე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება. საკრებულოსა და სამაჟორიტარო ბიუროებში არ წყდება მოქალაქეების ზარები, რომლებიც პროცესებში ჩართვას ითხოვენ. ამ წუთებში ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ბიუროებში მოხალისეების ბაზის შედგენა მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მერიასთან კოორდინაციაში, შესაბამის ობიექტებზე ამ ჯგუფების გადაადგილება მოხდება”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები