სამართალდამცავებმა ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დააკავეს
სამართალდამცავებმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები: ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, შალამბერიძე და გუნავა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობებს, ნებართვის გარეშე ღებავდნენ.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები: ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო დააკავეს.