პროკურატურამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ საკითხებზე ცოდნას პროკურატურის სისტემაში აიმაღლებენ. მოხდება მათთვის პროკურორთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ფარგლებში, პროკურორები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარებს ჩაუტარებენ, ასევე გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, პროკურატურის სისტემაში პრაქტიკას გაივლიან.