სადახლოს საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის, “სადახლო-საავტომობილოს” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ნაკეთობები სომხეთის მოქალაქე გ.კ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ჰქონდა გადამალული. მებაჟე ოფიცრებმა 51,67 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, ეჭვის საფუძველზე, ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო ღირებულებამ 3544,79 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3544,79 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები