“ხუდონჰესის” პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი
“ხუდონჰესის” პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს პროექტი განხორციელდეს.
“ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს პროექტი განხორციელდეს. დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგებთ კონკრეტულ ინვესტორ კომპანიასთან ერთად. ვფიქრობ, 1-ლი ივლისისთვის უკვე ცნობილი იქნება”, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.