ნოდარ ხადური: მინისტრები მომავალ კვირას დაზუსტებულ მონაცემებს წარმოადგენენ

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დავალება, რომ მომავალ კვირას წარმოადგენენ დაზუსტებულ მონაცემებს, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება თანხების ეკონომია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში მათ ასევე აქტიური კომუნიკაციები ექნებათ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ზოგადად ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს.

“ჩვენ, როგორც დავალება იყო 10 ივნისს, ანუ გუშინ წარვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი, ის ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას, უპირველესად კი გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-ისა იქნება 2%, ხოლო ინფლაცია – 3%. ერთი რამ, რაც დღეს გადაწყდა, არის ის, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. ჩვენ დღეს მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ მინისტრებთან ამ საკითხზე კონსულტაციები და უკვე მომავალ კვირას წარმოვადგენთ დაზუსტებულ მონაცემებს, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ან ეკონომია, ან პირიქით შეიძლება იყოს გაზრდაც”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში მათ ასევე აქტიური კომუნიკაციები ექნებათ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და, ზოგადად, ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს.

“ჩვენ თხოვნით მივმართეთ მათაც, რომ გადახედონ ბიუჯეტს, იმისთვის რათა მიღწეული იქნას მთავარი პირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს“, – აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები