“სავიზო რეგულაციების გამარტივება ტურიზმის ზრდას ხელს შეუწყობს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავიზო რეგულაციების გამარტივება ტურიზმის ზრდას ხელს შეუწყობს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უცხოელი მოქალაქეებისთვის მოიხსნას აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვა და ცვლილებები შემოგვაქვს დეტალური ანალიზის საფუძველზე.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უვიზო მიმოსვლა გვქონდა, გავაუქმეთ 90-დღიანი ლიმიტი და ამ ქვეყნებთან დავადგინეთ ერთწლიანი ლიმიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ საქართველოში დარჩენა მთელი წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების, ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერი 180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები, კერძოდ, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, ამერიკა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა.
გარდა ამისა, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ ე.წ. მესამე ქვეყნების მქონე მოქალაქეებიც, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის, ან მთვრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა, ან ბინადრობის ნებართვა. ვფიქრობ, ეს გამარტივებები ძალიან მნიშვნელოვანდ შეუწყობს ხელს ტურისტების შემოდინებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები