ნინო გვენეტაძე: მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის პრევენციის სტრატეგიას შევიმუშავებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლო ხელისუფლებაში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები განიხილეს.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, სხდომაზე კორუფციული საფრთხეების კონკრეტული მაგალითები არ დასახელებულა, თუმცა საბჭომ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„დახურული ფორმატის შეხვედრაზე შესაძლო კორუფციულ რისკებზე ვისაუბრეთ. გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არის ასეთი – შევიმუშავებთ მართლმსაჯულების სტრატეგიას, სადაც კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშრებით, ცალკე, დიდი მონაკვეთი გვექნება. ყველა პრევენციულ ღონისძიებას სახელდებით ჩამოვწერთ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმ მოლოდინების გაქარწყლებას, რომელიც შესაძლო კორუფციული ფაქტების არსებობას უკავშირდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, პრევენციულ ღონისძიებებში იგულისხმება ყველა შესაძლო საფრთხეზე დროული რეაგირება, რომელმაც შესაძლოა მოიცვას მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება, სასამართლო შენობების დამატება და სხვა საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები