აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ერაყში 500 სამხედროს გააგზავნის

აშშ ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად დაახლოებით 500 სამხედრო მრჩეველს გააგზავნის. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
აშშ-დან ჩასული დამატებითი სამხედროები ერაყის ჯარს ანბარის პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დაეხმარებიან. ამჟამად ერაყში 3 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მრჩეველი და სპეციალისტი იმყოფება.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყში და სირიაში განხორციელებულ შეტევებზე და პროვინცია ანბარის დედაქალაქის – რამადის დაკავებას ობამამ ერაყში დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნით უპასუხა. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებისთვის ერაყში სამიდან ხუთ წლამდეა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები