გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ

ჩვენი დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
“მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერ მზად არ ვართ, რომ წარვადგინოთ კანონპროექტი, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბიზნესმენები ხელისუფლებისგან მოგების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ე.წ. ესტონურ მოდელზე განიხილავს და ზუსტი საგზაო რუკა სექტემბრისთვის იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები