საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინული ავიაკომპანია YANAIR. ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით თავდაპირველად კვირაში ორი, ხოლო მ.წ. 2 ივლისიდან სამი სიხშირით კვირაში.

ავიაკომპანია YANAIR საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა 2014 წლის აგვისტოში და რეგულარულ ფრენებს ასრულებდა კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ოდესასა და ბათუმს შორის დღემდე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.

კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ავიაკომპანია YANAIR-ის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2014 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 3174 მგზავრი შეადგინა, ხოლო კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით გადაყვანილ იქნა 7467 მგზავრი.

ავიაკომპანია YANAIR-ის გარდა, უკრაინის მიმართულებით ფრენებს ანხორციელებენ აგრეთვე „უკრაინის ავიახაზები“, „დარტი“ და „დნეპრავია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები