“ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული” (ფოტოკოლაჟი)
ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, როგორც საგზაო, ისე, ზოგადად, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ერთი სიტყვით: დანაშაული! – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ასოციაციაში დარწმუნებულები არიან, რომ არსებული სურათი გავლენას იქონიებს ტურისტების ნაკადის შემცირებაზე, რაც პირდაპირი ეკონომიკური დარტყმა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ასოციაცია ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
“ფოტოები გადაღებულია ბათუმში. ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, როგორც საგზაო, ისე ზოგადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ერთი სიტყვით: დანაშაული! მონგრეულია ბათუმის ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელია გზები, ქალაქში არის სრული ანტისანიტარია. ბათუმის პლაჟები დაბინძურებულია. ეს არის აჭარის “კომპეტენტური” ხელისუფლების დანაშაული, რომელმაც ვერ შეძლო ვერც სეზონისთვის მომზადება და ვერც გახსნა. მთელი ეს სამარცხვინო პროცესი გავლენას იქონიებს ტურისტების ნაკადის შემცირებაზე, რაც პირდაპირი ეკონომიკური დარტყმა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც მთელი წელი ელოდება ზაფხულის სეზონის დადგომას. ეს არის დანაშაული აჭარის ხელისუფლების მხრიდან აჭარლების წინაშე. ჩვენი ასოციაცია მოითხოვს ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაცია სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.