მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო ტაქსის მძღოლი დააკავეს

12 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, გორში ტაქსის მძღოლი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტრურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა 60 წლის მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ავტომანქანაში ჩაისვა. შემთხვევა გორში, სავარაუდოდ, გზაში მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები