“ქართველებმა დაადასტურეს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება“

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერა, “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ევროპულ მომავალზე, ქვეყნის საბანკო სექტორსა და ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის თაობაზე საუბრობს.
ბრუნო ბალვანერა საქართველოში გამართულ EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქართველებმა დაადასტურეს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება.
“EBRD-ის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და თავს ვუყრით ჩვენს აქციონერებს. პარალელურად, ვაწყობთ ბიზნესფორუმს. ფორუმის მოსაწყობად თბილისი იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვწამს, საქართველო კარგი მაგალითია EBRD-ის თემისთვის. ჩვე,ნ მართლაც, ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოსაც შესაძლებლობა მიეცა, რამდენიმე დღის განმავლობაში ბიზნესწრეების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ქართველებმა დაადასტურეს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება. ფორუმის პერიოდში ქალაქს უამრავი ვიზიტიორი ეწვია, რაც ეკონომიკური სტიმულიც იყო. შეიძლება ითქვას, მაისში თბილისის სასტუმროები და რესტორნები გადაივსო, ბევრი ფორუმის შემდეგაც დარჩა, ზოგი კი ადრე ჩამოვიდა და ქვეყანაც მოინახულეს. დავიქირავეთ ადგილობრივი კონტრაქტორებიც, ამან საქართველოს ეკონომიკას დამატებითი შემოსავალი მოუტანა, ასევე ჩავდეთ განსაზღვრული ინვესტიცია პარლამენტის შენობაში, სრულად გავარემონტეთ ახალგაზრდობის სასახლე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთგვარი მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოში დარჩება. ფორუმზე ხელი ხუთ ახალ გარიგებას მოვაწერეთ, რითაც საქართველოში დადებული შეთანხმებების რაოდენობა გავაორმაგეთ. ასე რომ, EBRD-ის ფორუმი კარგი იყო საქართველოს გაცნობის თვალსაზრისითაც. ფორუმზე ჩამოსული ბევრი სტუმარი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ყველაზე უკეთესი, ყოველწლიური შეკრება, რომელსაც დასწრებიან“,-აცხადებს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები