მარათონი„ერთად ვიმარჯვებთ“ მინისტრების მონაწილეობით გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

დღეს, მიცკევიჩის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონის ტიპის გარბენი „ერთად ვიმარჯვებთ“ გაიმართა. აქტივობაში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს მონაწილეობა. მათ 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წარმატებით გაირბინეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა შორის პირველ ადგილზე კაპრალი ლევან კვანჭიანი გავიდა. მეორე და მესამე ადგილი კი უფროსმა სერჟანტმა პაატა ჯიბუტმა და კაპრალმა ბესო გოგობერიშვილმა გაინაწილეს.
გამარჯვების ნიშნად გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მათ სერთიფიკატები და თასები გადასცეს. სპორტული აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ვეტერანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მსგავს აქტივობებში ჩართვასა და ახალგაზრდებში მარათონის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
გარბენში სულ 1000-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. გარბენის დასრულების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა აზიდვებში გინესის რეკორდი გააუმჯობესა. მან 1 წუთში 44-ჯერ აიზიდა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტით დასრულდა. გარბენი „ერთად ვიმარჯვებთ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ (IDA) და საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა.

11147137_882651405125164_5342999377256499131_n

11377084_882651358458502_1373159420872979323_n

11391200_882651375125167_5121192656319815217_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები