იაპონია უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოუყოფს
იაპონია უკრაინას 1.5 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს გამოუყოფს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სინძო აბესთან შეხვედრაზე განაცხადა.
იაპონიის პრემიერი ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში კიევში ოფიცილური ვიზიტით პირველად იმყოფება.
„ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინას და იაპონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ვაჭრობის, ენერგეტიკის, მეცნიერების და ტექნოლოგიების, ასევე ინფრასტრუქტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აცხადებს პოროშენკო.
მისი თქმით, უკრაინის უმაღლესმა რადამ უკვე მოახდინა უკრაინასა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის საკითხში შეთანხმების რატიფიცირება. ანალოგიურ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში იაპონიის პარლამენტიც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიები უკრაინას აშშ-მ გამოუყო.