ჰაიდი ტალიავინი თანამდებობას ტოვებს
ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხში ჰაიდი ტალიავინი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გაზეთი Tages-Anzeiger-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ექსპერტების აზრით, ტალიავინის წასვლა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლის არარსებობამ გამოიწვია.
ტალიავინი უკრაინის საკითხში ეუთოს სპეცწარმომადგენლად 2014 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოში გაეროს მისიას და, აგრეთვე, 2008 წლის რუსეთ-საქართთველოს ომის გამოძიების საერთაშორისო კომისიას ხელმძღვანელობდა.