მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ავთანდილ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში, ომარ ხაიამის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული 12,3173 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,09215 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები