შსს-მ თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

შსს-მ თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესის ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ცხადაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც რეპუბლიკური საავადრმყოფოს ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები