ევროკავშირი ყირიმის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს

ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ერთი წლით ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამ წყაროს ცნობით, საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იურიდიულად ოდნავ მოგვიანებით გაფორმდება.

დღეს მოქმედი სანქციები, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა 2014 წლის 25 ივნისს დააწესა. სანქციები უკრაინის სერტიფიკატის გარეშე ყირიმში საქონლის შეტანას კრძალავს, ასევე იკრძალება ყირიმში ინვესტიციების განხორციელება. სანქციები ყირიმის ეკონომიკის ზოგიერთი საქონლის ექსპორტზეც მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები