სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე დავით ჯუღელმა გამოიტანა. დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები ტაშით შეხვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან “თავისუფალი დემოკრატების” წევრებიც. პროცესზე მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.