იულია ტიმოშენკო გერმანიის კლინიკაში ერთი კვირა დარჩება
იულია ტიმოშენკო გერმანულ კლინიკაში ერთი კვირა დარჩება. ექიმების თქმით, კლინიკაში ყოფნის დროს ექსპრემიერი პოლიტიკით არ დაკავდება. ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო ერთ კვირას კლინიკა “შარიტეში” გაატარებს,- ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდას” ფურცლებზე კლინიკის ხელმძღვანელმა კარლ მაკს აინჰოპლამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოკვლევებმა დაადასტურა მალთაშუა დისკების თიაქარის დიაგნოზი, თუმცა ოპერაციის ჩატარებაზე ექიმები ჯერ ვერ შეთანხმდნენ. დიაგნოსტიკა კიდევ ორი დღე გაგრძელდება და ამის შემდეგ მიიღებენ ექიმები მკურნალობის საბოლოო გადაწყვეტილებას. აინჰოპლას თქმით, ტიმოშენკო ჩვეულებრივ პალატაში იმყოფება, რომელსაც დაცვა სდარაჯობს. მკურნალობის ხარჯებს კი თავად ტიმოშენკო იხდის და ის საავადმყოფოში ყოფნის პოლიტიკურ საქმიანობას გამოეთიშება.