სარფში 6857 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთის მოქალაქე რ.ჰ-ს, რომელიც ავტობუსით მგზავრობდა, ბარგში 1500 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, აღმოაჩნდა. ამასთან, ავტობუსის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი, 1640,41გრამი ვერცხლის ნივთები სატრანსპორტო საშუალების სავარძლის სამალავში აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 3548,64 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის მე-10 ნაწილის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 3548,64 ლარის ოდენობით.

ამავე დღეს, სგპ „სარფის“ კონტროლის ზონაში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქის, ნ.მ-ს საბაჟო შემოწმებისას, მებაჟე ოფიცრებმა 2927,83 გრამი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაშიც დეკლარირებას ქვემდებარე საქონელი ავტობუსში მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული. საქონლის ღირებულებამ 3308,43 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის მე-10 ნაწილის თანახმად, ნ.მ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3308,43 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები