ნოდარ ხადური დაპირებული სოციალური ვალდებულებების შესრულების პირობას დებს

ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო, შესრულდება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კითხვას, თუ რომელ სფეროს შეეხება ბიუჯეტის კორექტირება და შეეხება თუ არა ეს სოციალურ სფეროს.
“მე ვამბობ ამაზე უკვე ხუთი თვეა, რომ ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობას აღებული აქვს, შესრულდება”, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისიის ვიზიტსა და მათ მიერ დატოვებულ რეკომენდაციებს, მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან მუშაობა საბოლოო შეჯერებისთვის გრძელდება. “თქვენ იცით, რომ ისინი მუშაობდნენ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან. ჩვენი მიმართულებით ჩვენ უკვე გადავხედეთ მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახლა ბიუჯეტის ახალ პროექტზე”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები