ნოდარ ხადური: ბიძინა ივანიშვილი ამბობს იმას, რაც სწორად მიაჩნია

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმ განცხადებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სავალუტო ფინდთან დაკავშირებით.
“ჩვენ სავალუტო ფონდთან ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა, თავისთავად ცხადია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს. პირიქით, სავალუტო ფონდი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, ამ კომენტარით ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. “ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები