კლიჩკო: უკრაინაში პოლიტიკური „ტიტუშკები“ არ უნდა შემოვუშვათ (ვიდეო)

  დონბასის მცხოვრებთა უმრავლესობა დღეს ერთიანი და დამოუკიდებელი ეკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს,- ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ კლიჩკომ გააკეთა. პარტია „უდარის“ განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში დესტაბილიზაციის მცდელობაა, სადაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის დროშას აფრიალებენ. “აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში დღეს რეფერენდუმის მოითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ასეთი მოთხოვნების წამოყენების უფლება მათ მხოლოდ თავიანთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი რუსეთში აქვთ და არა უკრაინაში. ვფიქრობ, რეგიონში სტაბილიზაციის მიზნით გარკვეული დროით უნდა ჩაიკეტოს საზღვარი ამ ე.წ. ტურისტებისთვის, რომელბიც ჩვენი ქვეყნის დაყოფისა და დანაწევრების მიზნით ჩამოდიან აქ. პოლიტიკური „ტიტუშკებისთვის“ ქვეყანა უნდა დაიხუროს“,- განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები