მერაბიშვილ – ადეიშვილს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის ფაქტზე შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის ფაქტზე ბრალი შესაძლოა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმდეთ.

აღნიშნულის შესახებ მან “GDS“-ის ეთერში განაცხადა.

„ბრიფინგში ნახსენები ტექსტი გულისმობდა, რომ ეს მიდგომები იყო სისტემური და დავალებები უმაღლესი პოლიტკური თანამდებობის პირებიდან მოდიდა. საუბარია ორი სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებზე, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებზე. ვგულიხსმობს ვანო მერაბიშვილს. რაც შეეხება მთავარ პროკურატურას, იმ დროს პროკურატურის პოლიტიკას ადეიშვილი განსაზღვრავდა. გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. შესაბამისი მტკიცებულებების და ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მათ მოსთხოვთ პასუხს. რას უნდა ველოდოთ მათ შემთხვევაში, ამას გასცემს პასუხს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები