საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩინეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მდინარე იანძიში სამგზავრო გემის “აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ჩაძირვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ქვეყნის საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ სამაშველო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართება და შესაძლებელი გახდება, დაზარალებული მგზავრების გადარჩენა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სამგზავრო გემი „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ პირველ ივნისს ჩაიძირა. ტრაგედიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები