თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 78500 აშშ დოლარი და 74 959 ჩინური იუანი აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ფულის ქვეყნიდან გატანის 2 ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქეების ვ.ვ-სა და გ.ო-ს უსაფრთხოების შემოწმებისას, რომლებიც მიემგზავრებოდნენ შესაბამისად რეისებით: თბილისი-ბაქო და თბილისი-დოჰა, დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა, ვ. ვ-ს ხელბარგში 47 500 აშშ დოლარი, ხოლო გ. ო-ს ბარგში 31 000 აშშ დოლარი და 74 959 ჩინური იუანი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ვ.ვ-სა და გ.ო-ს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 3000-3000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები