ვალეში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

„ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 10429,3 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ყელსაბამები, საათები, ბეჭდები, საყურეები საქართველოში თურქეთიდან შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მ.ა-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10429,3 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები