თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ანტალიის რეგიონში, ერთ-ერთ აგარაკზე ჩატარდა. დაკავებულია 8-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის 7 ეროვნებით ქართველია, არიან ქალებიც.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს აუთვალთვალებდა, ვისაც ბანკიდან დიდი თანხა გამოჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც ბანკის კლიენტი აღნიშნულ თანხას მანქანაში ტოვებდა, ისინი მანქანის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და თანხას იტაცებდნენ.

ეჭვმიტანილის კვალზე პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე იდენტიფიცირებული ავტომობილის მეშვეობით გავიდა.

აგარაკზე ჩხრეკისას აღმოჩენილია 74 ათასი ლირა და ძვირფასი ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები