დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი საქმე სანდრო გირგვლიანის საქმეზე წაყენებულ ბრალს ეხება.
ექსპრეზიდენტს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება განხორციელდა, სახელმწიფო უწყებების და მათი ხელმძღვანელი პირების ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად.
პროკურატურის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს.