ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ – გენერალური რეპეტიცია საელჩოში (ფოტო – ვიდეო)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვარშავაში აღნიშნავენ. ორგანიზატორი პოლონეთში საქართველოს საელჩოა. ღონისძიება სასტუმრო ‘შერატონში“ გაიმართება. მას ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, ასევე ცნობადი სახეები და პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება. საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად არის ჩართული პოლონეთში ქართული სათვისტომო. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით, დაგეგმილი ღონისძიებისთვის თბილისიდან ვარშავაში ფოლკორული ანსამბლი “ერთობა” ჩავიდა.
მუსიკალური ჯგუფის წევრებმა დღეს საელჩოს შენობაში გენერალური რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი საინფორმაციო- ანალიტიკური პორტალი “კვირაა”.