გიორგი გუდაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნარკოტიკებისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი გუდაძე 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუდაძემ ყოველ ორ კვირაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს.
“გამოძიება გაგრძელდება. დამეკისრა რაღაც ვალდებულებები, რასაც აუცილებლად შევასრულებ. ბრალდებას არ ვეთანხმები, ბაბუაჩემის 400 წლის წინანდელი დამბაჩის გამო უნდათ რომ გამასამართლონ. ასევე ჯიბეში რაღაც ჯანდაბა ჩამიდეს. არის ასეთი ვინმე, დავით კიკნაძე, რომელიც თვითონ მონაწილეობდა ამაში, თავისი ხელით მანახა, ეს გედო მარჯვენა ჯიბეშიო”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გუდაძემ.
შეგახსნებთ, რომ გუდაძე ე.წ. მოდულის შენობასთან 20 დღის წინ დააკავეს. როგორც ოქმშია მითითებული, გუდაძეს ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. მოგვიანებით მისი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები