ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი დასრულდა
თბილისის საქალაქოს სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი დასრულდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატები რამდენიმე მოწმის ჩვენების ამოღებას ითხოვდნენ, თუმცა ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„მივუთითეთ შვიდ მოწმესთან დაკავშირებით, რომლებიც დაიკითხნენ. ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ირიბი ჩვენება, რომლებიც დაუშვებლად მოვითხოვეთ. ვგულისხმობ ბერძენიშილს, ანდრიაძეს, და სხვა მოწმეებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, დაცვის ჩვენება არ იყო საფუძვლიანი და სასამართლომ არ გაიზიარა.
„დაცვის ჩვნება არ იყო საფუძვლიანი და, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა. სხდომა ჩაინიშნა ხუთშაბათს და მხარეები წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვებს და სასამართლო განუსაზღვრავს ვადას უკვე ვერდიქტის გამოსატანად“, – განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 4 ივნიის გაგრძელდება.