მიხეილ სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.  როგორც მხარეები განმარტავენ, დღეს სასამართლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციას და მასალებს განიხილავს.
ორივე მხარე აპირებს, რომ დღეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რათა მან დაუშვებლად ცნოს ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ დაურთოს საქმეს.
პროკურორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ისნი მოპოვებულია კანონის დარღვევით. პროკურორის განმარტებით, ერთ-ერთი არის ბარაკ ობამას ოჯახის საყოფაცხოვრებო ხარჯები, რომელიც სრულიად გაუგებარია რა კავშირშია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.
„აქ საუბარია იმ დათვალიერების ოქმებზე, რომელიც არის კანონის დარღვევით მოპოვებული, ანუ არ არის დაცული საპროცესო რეკვიზიტები, რაც აუცილებელია, ასევე საქმეში მოთავსებულია სახელმწიფო ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, რომლის წარმომავლობა საერთოდ არ ჩანს“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.
საუბარია 9 მილიონ გაფლანგულ ლარზე, რომელსაც პროკურატურის ინფომრაციით, მიხეილ სააკაშვილი პირადი მოხმარებისთვის წლების განმავლობაში ხარჯავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები