ირინა იმერლიშვილი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა თანამდებობა გაცვალა მოქალაქეობაზე

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა გაცვალა მოქალაქეობაზე, – ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის მოქალაქეობის მიღებას.
მისი თქმით, ეს საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. “ცხადია, სააკაშვილის დანიშვნა არის უკრაინის მხარის გადასაწყვეტი. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, ამას აქვს თავისი პროცედურები. დაველოდოთ, მე, ცხადია, პრეზიდენტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ უკვე გააკეთა კომენტარი, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება არის საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტის შეურაცხყოფა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა გაცვალა მოქალაქეობაზე. ეს არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის შესაძლებობა, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს, იმერლიშვილის თქმით, ამაზე კომენტარს პრეზიდენტის ნაცვლად ვერ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები